06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 14:04:16, 1070 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი: ნარკომანები საშიში ხალხია, გაიხსენეთ, ცოლებს წამალში ცვლიდნენ

„ნარკომანები საშიში ხალხია, გაიხსენეთ, ცოლებს წამალში ცვლიდნენ“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციის დაწყების წინა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს დაფიქრება სჭირდება.

„არ უნდა იჭერდნენ მოწევისთვის, ისიც ეყოფა, რომ ეწევა, უნა დავეხმაროთ, რომ თუ სურვილიც ექნება, შესაბამისი მკურნალობაც მიიღოს სახელმწიფოსგან. მე რაც შეხება მქონია ნარკომანებთან, ძალიან საშიში ხალხია, თუ გაიხსენებთ, ცოლები გადაჰყავდათ და წამალში ცვლიდნენ. სახელმწიფო როგორ აიღებს მაგას ვერ გეტყვით, ამ საკითხს ძალიან დიდი დაფიქრება უნდა, ცოდოა ის ხალხი, უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics