|
2018-09-10 19:20:38, 1128 ნახვა
საზოგადოება
„ეს ხელისუფლება არის მკვლელი“ - ზაზა სარალიძე შიმშილობას იწყებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის, მამა ზაზა სარალიძე შიმშილობს იწყებს. ზაზა სარალიძე დროებითი ხელისუფლების დანიშვნას და შსს მინისტრის, გიროგი გახარიასა და იუსტიციის მინისტირის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. როგორც სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ის იქამდე გააგრძელებს შიმშილობაა და აქციებს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. "ცხრა თვის შემდეგ, მიწევს ქუჩაში გამოსვლა იმის მაგიერ, რომ ჩვენს შვილებს ვგლოვობდეთ გვიწევს ქუჩაში სამართლის ძებნა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა ეს საქმე, უნდა იყოს თანამდებობაზე. მათ დაასკვნეს, რომ არავის შეუშლია ხელი გამოძიებისთვის, თუმცა თავად ხელისუფლება არის დღეს მკვლელი და მკვლელების ხელის დამფარებელი. დღეს აქედან ფეხს არ მოვიცვლი, აქ ვიქნები მანამ სანამ სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში არ აღდგება, ჩემი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება გადადგეს. არავითარი წულუკიანი და გახარია ხელისუფლებაში. ისინი დღეს მკვლელობებს მფარველობენ. დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ, ჩემი შვილი რადგან მიწაშია უფლებები აღარ აქვს?! ჩემი შვილის უფლებებს და ღირსებას ბოლომდე დავიცავ. შეიქმნას დროებითი ხელისუფლება და აუცილებლად დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, იმიტომ რომ დღეს, ხელისფულება მკვლელია. დღეს მე ზაზა სარალიძე აქ ვჯდები და ვიწყებ შიმშილობას, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, განურჩევლად რელიგიისა, პოლიტიკური კუთვნილებისა და თანამდებობისა, შემოგვიერთდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს ჩვენს ქვეყნად შერჩევითი სამართალი. ჩვენს ქვეყანას დღეს მომავალი არ აქვს, სანამ მკვლელები ეყოლება სათავეში", - განაცხადა სარალიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)