03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 17:29:19, 1443 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმის ჩატარებას ეხმაურება. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რუსული პროპაგანდა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. 

„მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები. აუცილებლად არის მოსაძებნი ეფექტური ფორმები იმისთვის, რომ ის პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იყოს აცილებული“, - განაცხადა საგარეო მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics