09:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:34:53, 392 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ იციან, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი კოალიციის სხდომას

კოალიცია „ქართული ოცნების“  ცენტრალურ ოფისში  ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.  
ცნობილია, რომ დეპუტატები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე მსჯელობენ.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, ის შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედავან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიძლება განხილული იყოს პოზიტიურად ან ნეგატიურად.
 ვინაიდან მისივე თქმით, ყველა სისტემას თავისი დადებითი ან უარყოფითი მხარე აქვს. 
ფოფხაძე ფიქრობს, რომ დიალოგის პროცესში საერთო პოზიციაზე შეჯერდებიან 
„არ შეიძლება რომელიმე საარჩევნო სისტემის უსამართლოდ გამოცხადება“,-აღნიშნა ფოფხაძემ. 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს. 
ჯერჯერობით უცნობია ესწრება თუ არა მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
 თუმცა როგორც  უმრავლესობის წარმომადგენელმა შეხვედრაზე დავით საგანელიძემ აღნიშნა, მოხარული იქნება თუკი ივანიშვილი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics