|
2018-09-05 13:00:17, 840 ნახვა
საზოგადოება
სსე-ის დელეგაცია „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ სესიას დაესწრო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ, „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ (CIGRE) სესიას დაესწრო. სესიის ფარგლებში, სსე-ს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ტექნიკურ სემინარებსა და შეხვედრებში, დაესწრო გამოფენებს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე მსოფლიოს უახლესი მიღწევები ელექტროენერგეტიკის სფეროში. შეხვედრის ძირითად მიზანს, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის, CIGRE-საქართველოს სამომავლო ფუნქციონირება და შესაბამის აქტივობებსა თუ კვლევით კომიტეტებში ქართველი ინჟინრების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ორგანიზაციის მმართველობითი სტრუქტურების წევრებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლებთან. დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)