00:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 10:36:30, 2373 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, მოქალაქეები პუტინის მიერ დაფინანსებულ ფორუმს აპროტესტებენ (ვიდეო)

სასტუმრო "ვერე პალასთან", სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები რუსული პროპაგანდისტების ჩამოსვლას და მათ მიერ ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე დოლ-გარმონი აქვთ მიტანილი. ამასთან, მათ  სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუფრა გაშალეს, რითაც აქციის მონაწილეების თქმით, აჩვენებენ, თუ როგორ ხვდება ხელისუფლება ოკუპანტებს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტების ნაწილს სასტუმროში არ უშვებენ. როგორც მათ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სასტუმრო დაქირავებულია და ფორუმის ორგანიზატორების ნებართვის გარეშე ისინი შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. 

2-დღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ პრორუსული განწყობებით ცნობილი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მკვლევრები.

შეგახსენებთ, გუშინ ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიზეზი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics