12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 12:35:10, 1255 ნახვა

სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებაზე პრეზიდენტი გაიბუტა და ეს სერიოზული არ არის

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე, პრეზიდენტი  როგორც მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი და ეს სერიოზული მიდგომა არ არის“,- ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ ის აღარ დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს.

მისი განმარტებით, პრეზიდენტმა დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა  და მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი თავად არის ვალდებული კანდიდატი დაასახელოს.

„პრეზიდენტმა დაუსვა გამოუსწორებელი შეცდომა და ჯერ კიდევ უშვებს გამოუსწორებელ შეცომას, რადგან ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ ასახელებს. პირველ რიგში, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ მან წარადგინოს კანდიდატი. ჩემი აზრით, შეცდომაა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადააქვს მას პასუხისმგებლობა. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად არ არის კონსტიტუციაში მითითებული, როგორც ნომინირების სუბიექტი.პრეზიდენტს რომ სცოდნოდა, რომ სისტემას მიხეილ ჩინჩალაძე მართავს და ისუტიციის უმაღლეს საბჭოში მისი ხალხია წარმოდგენილი, რომლებიც ნომინირებასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ პრეზიდენტი სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს. როგორც ის მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი და ეს სერიოზული მიდგომა არ არის. ვფიქრობ, რომ სერიოზული შეცდომაა, როდესაც პრეზიდენტი კანდიდატს არ ასახელებს, თუმცა არაა გამორიცხული დამოკიდებულება შეიცვალოს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics