01:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 17:54:20, 1266 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებული დასკვნა სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს

„დასკვნის არსებული ვერსია კომპეტენტური ნამდვილად არ არის, სამართლებრივად დაბალი დონის დოკუმენტია“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ და ხორავას ქუჩის საქმეზე შექმილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ამავე კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის პირველადი ვერსია.

მდინარაძის განმარტებით, კომისიის დასკვნა სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს. 

„მე დასკვნის შინაარსში ნამდვილად ვერ შევალთ, მაგრამ მას ალბათ დასკვნასაც ვერ ვუწოდებთ, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ვერსია კომპეტენტური ნამდვილად არ არის, სამართლებრივად არის ძალიან დაბალი დონის დოკუმენტი, არგუმენტაციასთან მიმართებაშიც ასეა. თუ ოდნავ მაინც რომელიმე მათგანი ვინც ეს დასკვნა შეადგინა უფრთხილდება პარლამენტის კომისიის პრესტიჟს, იმედს დავიტოვებთ, რომ სამართლებრივ ხარვეზებს ცოტა მაინც გაასწორებენ. მერე შეიძლება მსჯელობა და კამათი დასკვნის შინაარსსა და რეკომენდაციებზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოო დასკვნას პარლამენტს 20 სექტემბერს წარუდგენს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics