01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 16:07:44, 1300 ნახვა

კომენტარი
გახარია - ვიმუშავეთ სუს-თან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფება.

თრუსოდან გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდა მოლაშქრეების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველ ჟურნალისტების  კითხვებს ბაქოში უპასუხა.

 „ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს მათ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics