03:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 15:53:49, 2398 ნახვა

მსოფლიო
ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება

ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის გადაწყვეტილებით, არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს ბუენოს-აირესის პარლამენტის წარმომადგენლებმა ამცნეს. არგენტინელ პარლამენტარებთან შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა. 

ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ საქართველოს ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული საზეიმო სიგელი გადასცა, რომლის  საფუძველზეც ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბუენოს-აირესის პარლამენტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics