12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 11:26:44, 1502 ნახვა

სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმე სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1989 წელს დაბადებული ო. დ. და 1990 წელს დაბადებული ჯ. ქ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სამ თანამზრახველთან ერთად, მოქალაქე ფ.ც.-ს და ვ.მ-ს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად გასტაცეს „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, ფული, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

პოლიცია ბრალდებულების თანამზრახველების დაკავების მიზნით ინტენსიურ სამძებრო-საგამოძიებო და სხვა ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics