00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 18:51:56, 1466 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ მისი მხრიდან კანდიდატი ან კანდიდატურები დასახელებულიყო

პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ გარკვეულწილად მომხდარიყო მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ან კანდიდატურების დასახელება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

"მე პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ გარკვეულწილად მომხდარიყო მისი მხრიდან კანდიდატის ან კანდიდატურების დასახელება და ამ პროცესზე მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა იქ შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებისგან მას ჰქონდა მხარდაჭერა. ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ალბათ კიდევ არსებობდა გარკვეული შანსები სწორი კომუნიკაციისა და სწორი კონსულტაციებისთვის", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტი კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics