08:05 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 14:29:15, 1462 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ნახატი აჩუქა.

ანგელა მერკელის „ინსტაგრამის“ გვერდზე წერია, რომ ნახატი, რომელიც მე-17 საუკუნეშია შესრულებული, დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკარგა და საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი, საქართველოში დარჩა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ფერწერული ტილო, სახელად „ნატურმორტი კურდღლით“, შესრულებულია პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მიერ (1616-1681) ზეთის საღებავით. ირიცხება დრეზდენის გალერეის ექსპონატად და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics