|
2018-08-22 13:56:24, 1133 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან უკვე კახეთის გზატკეცილის ძირითადი საავტომობილო სავალი ზოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. „მნიშვნელოვანია, რომ სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, სრულად მოწესრიგდეს ყველაფერი და უკვე დასრულებულზე აღარ მოგვიწიოს ხელახლა გადათხრა. შესაბამისად, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდება და მეორე ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. მესამე ეტაპი , ეს არის უკვე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია, რომელსაც მომავალი წლიდან დავიწყებთ. ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად, ამ გზით სარგებლობენ და აქ არსებული მდგომარეობა არასახარბიელო იყო. შესაბამისად, ამ გზის გაკეთება არის მთავარი პრიორიტეტი. გზატკეცილი მოწესრიგდება სრულად, თავისი განათებებითა და გზაგამყოფით“,- განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აღნიშნულ ლოკაციაზე წყლისა და წყალარინების ქსელებიც შეიცვლება. კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 10,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბლექს სი გრუპი“ აწარმოებს. კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნენ.
(NS)
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)