23:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 13:19:05, 941 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტულ კანდიდატურებზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  ინიციატივით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საპარლამენტო ფრაქციის "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა ჩამოვყალიბდეთ როგორი კანდიდატი იქნება ყველაზე მეტად შესაფერისი ამ მაღალი პოზიციისთვის.

"შეხვედრები გაგრძელდება და მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე კონკრეტული სახელებისა და გვარებისა ირგვლივ გაიმართება მსჯელობა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრა შედგა, რომელშიც მონაწილეობა უკვე მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული-აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics