23:05 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 18:48:29, 1515 ნახვა

საზოგადოება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გაუმართაობის გამო 37 სასტუმრო დაჯარიმდა

„საქართველოს მასშტაბით 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ფეიქრიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

მისი თქმით, პირველ აგვისტომდე ზედამხედველობის სამსახურს კანონით არ ჰქონდა უფლება ის სასტუმროები შეემოწმებინა, რომლებსაც 90-ზე ნაკლები ნომერი ჰქონდა, თუმცა ამიერიდან ამ ტიპის დაწესებულებების შემოწმებაც მოხდება.

„საქართველოს მასშტაბით 97 სასტუმროა შემოწმებული, აქედან 37 დაჯარიმებულია.  ამ სტატისტიკის რიცხვი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც შემოწმების, ისე დაჯარიმების თვალსაზრისითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგულაციით, პირველი აგვისტოდან შემოწმებას უკვე დაექვემდებარა ყველა სასტუმრო, ყველა თავშეყრის ადგილები. თუ მაგალითად ჩვენს სამსახურს კანონით არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შესულიყო ისეთი ტიპის სასტუმროებში,  რომლის ნომრების რაოდენობაც არ აღემატებოდა 90-ს, ახლა უკვე საოჯახო ტიპის სასტუმროებიც დაექვემდებარება შემოწმებას და ამ მიმართულებით გაგარძელდება ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა“, - ფეიქირიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics