23:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 14:49:23, 1168 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო - მარიხუანას ლეგალიზებამ გადაუდებელი საჭიროება შექმნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მარიხუანას ლეგალიზებამ გადაუდებელი საჭიროება შექმნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდეს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი საჭიროება დადგა, რაც პრიორიტეტული იყო, მაგრამ არა სწრაფად განსახორციელებელი. გაჩნდა ერთგვარი საკანონმდებლო და რეგულაციური ვაკუუმი, როდესაც უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს ასაკი, პროფესიები და კიდევ სხვა ფაქტორები, ვისზეც ეს არ გავრცელდება. მაგალითად სამუშაო საათებში გარკვეული პროფესიების მქონე ადამიანებზე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუჩნდა საჭიროება იმისა, რომ პრევენციის და რეაბილიტაციის პროგრამა, რაც კი ქვეყანაში არსებობს, ბევრად უფრო მოცულობითი და ბევრად უფრო სწრაფად შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა სერგეენკომ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics