20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 14:06:32, 724 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში სიღარიბე მნიშვნელოვნად გაიზარდა

„მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება, ამიტომ  მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, NDI-ის კვლევის შედეგებს. 

ირაკლი აბესაძის განმარტებით, ქვეყანაში არის სიღარიბის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ეს გამოკითხვის შედეგებშიც გამოჩნდა.

„NDI-ის კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე. მოსახლეობისთვის არ მოგვარდა უმუშევრობის  პრობლემა. დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება. მოსახლეობას აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ იზრდება პენსია და არ ჩანს ამის პერსპექტივა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის დიდი ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება" გამოასწორებს ამ ყველაფერს ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის  გამარჯვება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გაიზარდოს პენსია. როგორ შეიძლება მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში და სამუშაო ადგილების გაზრდა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI- ს კვლევების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების"  კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics