22:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 13:20:04, 598 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი განცხადებით, გამოუძიებელია. 

ამასთან, კუპრავა და სარალიძე პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხსენებული საქმეები დროულად უნდა იყოს გამოძიებული. 

ზაზა სარალიძის თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში, ის მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზეც ისაუბრებს.

„უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე. ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. უნდა შეჩერდეს ეს, ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკების შვილები, ბოდიში და არ უნდა ბლატაობდნენ“,- განაცხადა ზაზა სარალიძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics