06:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 17:34:00, 1130 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები მოსამართლის წინაშე ბოლო სიტყვით წარდგნენ.

მოსამართლემ ბრალდებულებს 13, 12 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

შეგახსეებთ, 2017 წლის 21-22 ნოემბერს და 26 დეკემბერს, თბილისსა და პანკისის ხეობში სპეცოპერაციები ჩატარდა. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფების 2 წევრის ლიკვიდირება მოხდა, ხოლო დაჯგუფების ლიდერმა ახმედ ჩატაევა თავი აიფეთქა. გარდა ამისა, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, 4 სამართალდამცველი კი, დაშავდა. რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სუს-მა ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. ამასთან, სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა პანკისის ხეობის მკვიდრე თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ი ჩატაევთან კავშირს ედავება. 

ცნობისთვის, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სულ 6 პირი დააკავეს, რომელთაგან ორ პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, ოთხს კი ტერორისტების დახმარება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics