21:13 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 15:42:51, 624 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის პარდუბიცეს მხარის წარმომადგენლები წილკნის ბაზას ესტუმრნენ

ჩეხეთის პარდუბიცეს მხარის გუბერნატორი მარტინ ნეტოლიცკი, ოლქის წარმომადგენლები და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სკოლის დირექტორი დავიდ ჰრუშკა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას წილკანში ესტუმრნენ.

სტუმრებმა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.

 ჩეხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთში ორგანული სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და დარგის გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და გაძლიერებას დაეთმო.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაცია ადგილობრივ სასწავლებლებს მოინახულებს და საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics