|
2018-07-25 11:55:29, 2184 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა - ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული (ფოტო)
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 187 ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მედიის ცნობით, რტული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|











epn.ge (@expressnews.ge)