|
2018-07-24 14:25:52, 902 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს
„მთელი საქართველოს ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალი სერვისი-ბიზნესბანკირის მომსახურება დანერგა. ბიზნესბანკირი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არის პირდაპირი საკონტაქტო პირი, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში. საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კერძოდ: ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის შეთავაზების სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რაც გულისხმობს: დაფინანსების მიღებას 15 წლის ვადით, სექტორის წარმომადგენლებზე მორგებულ დაფარვის გრაფიკსა და მოქნილ საოპერაციო პროდუქტებს: კონვერტაციის სპეციალურ კურსს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის სახელფასო პროექტსა და სწრაფი გადახდის ტერმინალზე ანგარიშსწორებას, როგორც VISA და MasterCard ბარათებით, ასევე ექსკლუზიურად American Express ბარათით ანგარიშსწორებას. მათთვის, ვისაც სურს ახლა დაიწყოს სასტუმრო ბიზნესი, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს შემდეგი სიახლეებით: სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე ბანკმა შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსების წარმოდგენის გარეშე სრულად დააფინანსოს პროექტი; დაფინანსების გაცემა შესაძლებელია ასევე სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში; სესხის დაფარვის წყაროდ გათვალისწინებული იქნება - სასტუმროს სამომავლო შემოსავლები; სესხის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ დასაფინანსებელი პროექტის არსებული და სამომავლო უძრავ/მოძრავი ქონება. საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისთვის სრულიად ახალ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს სამშენებლო სექტორშიც. მათ შორის: შედარებით მოკლევადიანი სესხი მშენებლობის დაფინანსებისთვის; დეველოპერის მიერ დაქირავებული სამშენებლო ან სერვისის გამწევი კომპანიის არსებობის შემთხვევაში ამ კონტრაქტორის სესხით დაფინანსება; დეველოპერებისთვის ბინების რეალიზაციაში მხარდაჭერა; დამატებითი შეღავათები საოპერაციო ტარიფებზე. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამის დასტურია ბიზნესბანკირის მომსახურების დანერგვა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პირობების და პროდუქტების შეთავაზება. რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვანი სექტორია“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რამაზ კუკულაძემ.
(R)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)