06:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 14:53:08, 596 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამინსტროებში მივიდა და უწყების თანამშრომლებს მინისტრები წარუდგინა.

დღეიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე უხელმძღვანელებს. ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეიდან ტიტე აროშიძემ დაიწყო საქმიანობა. ის დღემდე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. ბოლო დროს აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობდა.

განახლებულ სამთავრობო გუნდში მინისტრების თანამდებობები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიასტრმა ინგა შამილიშვილმა, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეინარჩუნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics