06:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 19:03:48, 436 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც  საქართველოს და ესტონეთი დელეგაციებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გამართეს.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და  ესტონეთის  შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივას.
 
პრეზიდენტებმა ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს.
 ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ტომაას ჰენდრიკ ილვესს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გაწეული თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმ თანადგომას, რომელიც ესტონეთმა, 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს, საქართველოსადმი გამოიჩინა.
 
შეხვედრისას მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებიც განიხილეს. საუბარი შეეხო იმ საერთო ძალისხმევას, რომელმაც ევროინტეგრაციის სიკეთეები, ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეებისათვის უფრო თვალსაჩინოდ უნდა აქციოს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics