17:54 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 17:06:53, 1069 ნახვა

საზოგადოება
GIG: შახტებში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სამუშაოების ჩატარებაა საჭირო

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" განცხადებით, სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის თაობაზე, შახტებში წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობა უწყვეტ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს სამუშაოები შახტებში უსაფრთხოების შესანარჩუნებლადაა საჭირო. 

“სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს  მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება. ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics