|
2018-07-17 09:45:23, 460 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილეებს უმასპინძლა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეებისთვის მიღება გამართა. კახა კალაძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს ვუმასპინძლოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ იმ პრინციპების მხარდაჭერას, რომელსაც ეს ინიციატივა ითვალისწინებს. მზად ვართ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქის მართვაში მოსახლეობა ჩაერთოს და ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის საკრებულოში გამართულ მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს. სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
(NS)
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)