03:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 18:31:49, 1469 ნახვა

სამართალი
ქობულეთის გზაზე ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა - ვიდეო

თვითნმხილველების თქმით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ორი ტყუპი ჩვილის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავტოავარიაში მოყოლილი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მიზეზების დასადგენად.

ავარიის დროს მანქანაში მყოფი ერთი ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი - ორი ბავშვი და მამა გარდაიცვალა, ხოლო ბავშვების დედა და ბებია დაშავდა.
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics