19:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 16:12:17, 990 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს არაფორმალურ გარემოში თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ ის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ფრაქციებმა დაასახელეს.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" შეარჩია. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

დღესვე საინიციატივო ჯგუფის სურვილით, არაფორმალურ გარემოში კონსულტაციები შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის იმ წევრებთან, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუგუნავას დასახელება სურთ.

კონსულტაციები დღეს ასევე გაგრძელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" წევრებთან.

"პრეზიდენტი შეხვდა უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და  პრეზიდენტმა მოისმინა მისი ხედვა რეგიონთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.  მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ჩვენ ვისმენთ პოლიტიკური პარტიების პოზიციებს. ამ ეტაპზე კვლავ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული უმრავლესობის მხრიდან და საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კიდევ ერთი კანდიდატი. შესაბამისად კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, ცხადია პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპამდე ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში და ვაგრძელებთ კონსულტაციებს," - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი  უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics