19:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 16:25:18, 924 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ბუნების დაცვას და, მეორე მხრივ, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.

რაც შეეხება წყლის რესურსების მართვის პრინციპს, დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით თვისობრივი ცვლილებები განხორციელდება.

"დაგეგმილია წყლის რესურსების მდგრადი მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. რეფორმის მიზანია მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობა.  ამავე დროს, დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარებით  თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აკვაკულტურის მიმართულების  განვითარება", - აღნიშნა დავიტაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, უახლოს მომავლში ადრეული გაფრთხილების სისტემა გაძლიერდება.

"უმნიშვნელოვანესია სტიქიური მოვლენებით მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად ეფექტიანი ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სტიქიური უბედურების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მან აგრეთვე ფერმერთა კოოპერატივების, მცირე და საშუალო მეურნეობების და მსხვილი ინტენსიური საწარმოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა. 

"სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობის მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვა წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში რეფორმები ტარდება კომპლექსურად ყველა მიმართულებით. დღეისათვის, მზარდია მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ევროპასთან სიახლოვე, განვითარებული სატრანსპორტო კავშირები, აგროსასურსათო პროდუქციაზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნის ზრდა, არსებული წარმოების შესაძლებლობები, საქართველოს მიმზიდველს ხდის აგრობიზნესის განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა მან. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics