01:06 - 26 Jun, 2026
|
2018-07-13 14:08:01, 2457 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანელების პროტესტი - ლონდონის თავზე „ბავშვი ტრამპის“ 6-მეტრიანი ბუშტი გაუშვეს
დიდ ბრიტანეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ლონდონის თავზე "ბავშვი ტრამპის" გიგანტური ბუშტი ააფრინეს, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ბავშვი ტრამპის" 6-მეტრიანი ბუშტი პარლამენტის წინ 2 საათის განმავლობაში იფრენს. ბუშტზე ტრამპი გაბრაზებული სახითაა გამოსახული. აქვს მოკლე ხელები და ფეხები, აცვია საფენი და ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს. მედიის ცნობით, ამ ფორმით ლონდონის მოსახლეობა დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს აპროტესტებს. ტრამპის გიგანზური ბუშტის გასაშვებად პეტიციას 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბუშტის გაშვება არ გაუპროტესტებია არც ლონდონის მერს, სადიქ ჰანს. მან თეთრი სახლის ლიდერი ტერაქტზე გაკეთებული განცხადებების (ტვიტების) გამო გააკრიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|









epn.ge (@expressnews.ge)