12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 16:22:56, 741 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე: ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის მქონე მოქალაქეების ქორწინების დაკანონება არ უნდა მოხდეს.

როგორც ზოიძემ გადაცემა "პოლიტიკურ დეტექტორში" განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღება დაუშვებელია.

"ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ქორწინების უფლება ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. ქორწინება არის მამაკაცს და ქალს შორის. თვითონ ქორწინების თემა სხვა თემაა. არავინ ხელს არ უშლით მათ იყვნენ პარტნიორები. რაც შეეხება შვილად აყვანას, არ მიმაჩნია, რომ არის სწორი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით შვილის უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში. შეიძლება დავუპირისპირდე ლიბერალებს, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად - ადამიანს არ აქვს არჩევანი ჰყავდეს ჩვეულებრივი დედ-მამა თუ განსხვავებული. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით შვილის უფლებები იზღუდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება იცხოვრონ მასთან ვისთანაც უნდათ. ეს მათი არჩევანია, ოღონდ ამის რეკლამა მიუღებელია, რომ ეს არის სწორი ცხოვრების წესი. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, თავს გვახვევენ, რომ ეს არის ყველაფერი. მეორე მხარეს, მიუღებელია მხოლოდ ამ ნიშნით დისკრიმინაცია და ზეწოლა ადამიანების მიმართ", - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics