13:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 11:33:13, 694 ნახვა

საზოგადოება
საგამოძიებო კომისია დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორების, ასევე სასწავლო ნაწილის გამოკითხვა მოხდება.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"კომისია აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დაკითხვას. ბატონი ბედოიძე და ფიფია არიან დღეს ჩვენთან. მათთან კიდევ დარჩათ კითხვები კომისიის წევრებს. ეს კითხვები ძირითადად ეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ჩატარდა. არსებობს ეჭვი ამ საგამოძიებო მოქმედებების ხარისხთან და საგამოძიებო მოქმედებების ნაწილის არ ჩატარებასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კომისიის სხდომაზე მოვლენ დირექტორები, პირველი ექსპერიმენტულის და 51-ე სკოლის, ასევე სასწავლო ნაწილი და მათაც დავუსვამთ კითხვებს ამ სკოლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომაზე გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე იმყოფებიან. დღეს ასევე დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუასაც ელოდებოდნენ, თუმცა იგი პარლამენტში არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics