02:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 16:13:51, 380 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფითსს  და  სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას. საუბრისას  ასევე დეტალურად იქნა განხილული ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და  ეკონომიკური ზრდა.

მხარეებმა ეროვნულ ბანკზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

„განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები, საგარეო ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკაზე და თუ რა უნდა გაკეთდეს მათ საპასუხოდ. ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხის მნიშვნელობაზეც“, - აღნიშნა მარკ გრიფითსმა. 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე დაესწრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საუბარს საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებულ იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და არ შეიძლება არცერთი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც რაიმე ფორმით შესაძლოა ზღუდავდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics