00:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 11:38:04, 2484 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

ინფორმაციას ხურციძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი, მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე, ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა, აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. ალბათ კიდევ ერთი წელი და გამათავისუფლებენ“, - წერს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას  და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics