21:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 18:05:49, 786 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: ჩვენ მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში" დაამტკიცა საქართველოს ეკონომიკის შეფასება, ასევე წარმატებით დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც მედიის წინაშე განცხადებები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ.

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებით, ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი წარმმართველი როლი. ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების  და ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების ზრდის საფუძველს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics