02:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 09:22:33, 483 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან

„ზოგი წავა, ზოგი მოვა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „იმედთან“ საუბარში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრის წასვლის საკითხს

როგორც სააკაშვილმა  აღნიშნა,  პარტიის ყოფილ წევრებს მასთან არანაირი კონსულტაცია და საუბარი   არ ჰქონიათ.

"არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე, ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. თავისთავად თვითმიზანი ეს არაა. ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა ახალი შემართება. საქართველოში გვყავს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი, უბრალოდ მათ უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა და ახალი ხალხიც შემოუერთდება. ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics