07:21 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 11:30:42, 643 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, დამატებით რეისებს ნიშნავს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

„27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის  10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა.

მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics