14:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 09:29:11, 811 ნახვა

პოლიტიკა
საკონსულტაციო საბჭომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში  კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებზე იმსჯელა.

„მთავრობა და პარლამენტი უახლოესი კვირების განმავლობაში შეიმუშავებენ ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელს, რომელმაც ადეკვატურად უნდა უპასუხოს დღევანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. ამ პროცესში ზუსტად უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება სამშენებლო საქმიანობის მაკოორდინირებელი პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეული. უნდა შენარჩუნდეს ისეთი სახით, როგორც დღეს არის თუ შესაძლებელია რაიმე, უფრო ოპტიმალური  ვარიანტი შევთვაზოთ პრემიერ-მინისტრს",-განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ყველა შესაძლო ვერსია, თუ რომელ სტრუქტურაში უნდა მოხდეს მშენებლობის სფეროს კოორდინირება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შესაბამის რეკომენდაციას შეიმუშავებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრს  სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას შესთავაზებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics