21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 13:51:16, 745 ნახვა

სამართალი
შსს-მ გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. 

სამართალდამცველებმა,  ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების შედეგად,  1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ 2 დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა. გამოძიება  ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics