05:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 12:23:52, 840 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა

„დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მოსმენამ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც მმართველი გუნდის მიმართ აქვთ.

„ამ მოსმენამ მხოლოდ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ გუნდის მიმართ. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი კონკრეტული ვერც პროგრამასთან და ვერც შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვერ მოვისმინეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას - თუ ვინ იქნება წარმოდგენილი მუდმივ მთავრობაში და არა ასე დროებით პარლამენტში ორი კვირით მოსულ სტუმრებად. ვერ გავიგეთ რამდენად მზად არის პრემიერ-მინისტრი შეცვალოს თუნდაც იმავე პროკურორის ნომინირების წესი, რაც საზოგადოებას ასე აწუხებს და ეყოლება საქართველოს ნორმალური პროკურორი თუ იქნება კვლავ წულუკიანის დასახელებული. დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. ნდობის გამოცხადებისთვის სულ მცირე 75 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics