03:51 - 16 Jul, 2026
|
2018-06-18 21:57:00, 1292 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც მიწისქვეშა გადასავლელი დაიტბორა. უწყებაში აცხადებენ, რომ გადასასვლელიდან წყალი უკვე ამოტუმბულია. გარდა ამისა, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ვარკეთილში. ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში წვიმს. უამინდობამ პრობლემები შექმნა დუშეთშიც, სადაც წყალი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში შევიდა. ასევე, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა „საქართველოს რკინიგზამ“, სადაც აღნიშნულია, რომ უამინდობის გამო რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)