14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 17:15:00, 521 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად, უწყებაში თითოეული თვე სახელდება კონკრეტული დაწესებულების თვედ და იქ განთავსებული მსჯავრდებულები/ბრალდებულები  გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიღებენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს იქნება ციხის ცენტრალური საავადმყოფოს დამატებითი სამუშაო და სხვა დაწესებულებების მედ-პერსონალთა მიერ დაგეგმილ და ელექტრონულად რეგისტრირებული რეფერალის განხორციელებას ხელს არ შეუშლის.

„მაისის და ივნისის თვე დაეთმობა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ 4 კონსულტანტიც. ივლისის თვე  კი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თვედ გამოცხადება და იქ განთავსებულ მსჯავრდებულთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვას დაეთმობა. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები 18-19 ივნისს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ჩატარდება.

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კონსულტაცია  შემდეგი ექიმ-სპეციალისტების მიერ უკვე გაეწიათ: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები.

ამასთანავე, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების  გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილების სამედიცინო პუნქტში  თანამედროვე რენტგენული დიაგნოსტიკური სისტემის ციფრულ დეტექტორიანი აპარატი დაიდგა. აღნიშული აპარატი სიახლეა პენიტენციური სისტემისთვის და მისი საშუალებით ადგილზევე შესაძლებელია ხარისხიანი რენტგენოლოგიური ფირის მიღება და სწრაფი დიაგნოსტიკა, რაც შესაძლებელს ხდის სისტემაში მოხვედრილ პირს მისი თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულებაში შესვლისთანავე ჩაუტარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  ინიციატივით 2015 წელს დაიწყო და უკვე ჩატარდა N11, N17 და N5  დაწესებულებებში. აღნიშნული გამოკვლევები  წლის ბოლომდე გაგრძელდება და  სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics