2015-05-29 16:53:55, 552 ნახვა
საზოგადოება
„სითი პარკის“ მიერ გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება 112–ის ბაზაში დარეგისტრირდება
„სითი პარკს“ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ საინფორმაციო სამსახურ „112“–სთვის შეტყობინება დაევალა.
ცვლილება, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„უმრავლეს შემთვევაში „სითი–პარკის“ მიერ უკანონოდ გადაყვანილი ავტომობილის მეპატრონე, დიდ დროს ანდომებდა იმის დადგენას, მისი ავტომობილი გაიტაცეს, თუ „სითი პარკის“ მიერ იქნა გადაყვანილი. სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ამოქმედდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან