|
2018-06-03 16:06:51, 1557 ნახვა
ეკონომიკა
EuroDIG - ის გენერალური მდივანი: მოხარული ვარ, რომ საქართველო დათანხმდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას
,,EURODIG - ის ფორუმს უკვე მეთერთმეტედ ვატარებთ. საქართველოში პირველად ვართ. მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა დათანხმდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას" - ამის შესახებ EuroDIG - ის გენერალურმა მდივანმა, სანდრა ჰოფერიხტერმა დღეს ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის EuroDIG 2018 -ის ფარგლებში YouthDig 2018 მიმდინარეობს. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. უცხოელ სტუმრებთან ერთად YouthDIG 2018 - ს ქართველი სტარტაპებიც ესწრებიან. ახალგაზრდებს ტექნოპარკში პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა. მთელი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე. „ევროდიგის" ძირითად ღონისძიებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთ და ტექნოპარკში YOUthDIG 2018-ს ვმასპინძლობთ. უცხოელი დელეგატები ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ინტერნეტმმართველობის საკითხებზე მსჯელობენ. მათი მოსაზრებები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სლოგანი ხომ ასეთია - ,,ერთად შევქმნათ ციფრული ეკონომიკა" , ვფიქრობ, სწორედ ასეთი სახის დიალოგისა და შეხვედრების დახმარებით, ციფრული ეკონომიკის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ" - აღნიშნა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სანდრა ჰოფერიხტერმა. ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება. ,,EuroDIG 2018 ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს ტექნოპარკი ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და ჩვენ ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ვმსჯელობთ. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარო და მათი აზრიც მოისმინო" - ამბობს ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, ინტერნეტმმართველობის ახალგაზრდული კავშირის წევრი ნადია ტაიჰი. ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები" და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტმმართველობის ფორუმს" (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.
(NS)
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)