20:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 16:33:39, 1154 ნახვა

საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დამატებით 180 ლარს მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით დამატებით 180 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი იმავე საბანკო დაწესებულებაში გასხნილ პირად ანგარიშზე ჩაირიცხება, სადაც პენსიის აღება ხდება. 

ამასთან, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ იქნება.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში 30 მაისს გამოქვეყნდა და ძალაში 1 ივნისს შევიდა. აღნიშნული დახმარება ავტომატურად, მოქალაქეების განცხადების გარეშე გაიცემა.

ცნობისთვის, 10 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვეტერანების პენსია გაუორმაგდებოდათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იქნება ქვეყნის მიერ ვეტერანებისადმი მადლიერების გამოხატულების გამოვლინება.

"მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მათ ეს დღე მივულოცო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics