20:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 23:42:05, 1619 ნახვა

საზოგადოება
„იგეგმება პროვოკაციები!“ - კუპრავა აქციაზე გამომძიებლების მისვლას და თინა ხიდაშელის ძმის დაკითხვაზე დაბარებას ითხოვს

ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელმაც გვითხრა, რომ იგეგმება პროვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ზიად კუპრავამ „იბერიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კუპრავამ შსს-ს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიბარონ თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია.

მან ასევე აქციაზე, საგამოძიებო ჯგუფის მისვლაც ითხოვა. კუპრავას თქმით, მხოლოდ მათ ეტყვის იმ დეტალებს, რომელიც ხიდაშელის ძმისგან მოისმინა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.  ის წამოსულია სუს-იდან, თუმცა ფლობს მაღალ გავლენებს და ბერკეტებს. მან გვითხრა ჩვენ რომ იგეგმება პორვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე. მან ასევე გვითხრა თუ რა ტიპის პროვოკაცია არის ეს. ამიტომ მე მოვუწოდებ შსს და მინისტრ გახარიას, დაუყონებლივ, ამ წუთშივე დაიბარონ დაკითხვაზე ქალბატონი თინა ხიდაშელის ძმა. დაკითხონ თუ რა ინფორმაციას ფლობს ის აღნიშნულ აქციაზე პროვოკაციასთან დაკავშირებით. ეს პროვოკაცია არის დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც ამ პირმა ისაუბრა. ასევე მოვითხოვ საგამოძიებო ჯგუფი მოვიდეს აქ და მე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას მათ“,- განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, შსს-ს განცხადება იყო ერთგვარი შემზადება , რომ ზაზა სარალიძის მიმართ იგეგმება პროვოკაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics