19:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 16:30:54, 1285 ნახვა

საზოგადოება
ლომჯარია: ზაზა სარალიძეს აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების მიმართ რწმენა დაკარგა

“ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ლომჯარია აცხადებს, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომელიც საქმეზე კითხვებს არ დატოვებს.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას, არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც ეჭვს იწვევს, ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების მეშვეობით, მიტინგის მეშვეობით არის რთული. ამიტომ ამ ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში, გამოძიება სჭირდება. ბატონ ზაზას აქვს პოლიტიკური მოთხოვნები იქიდან გამომდინარე, რომ მას დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ. ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ამიტომ გამოძიება უნდა განხორციელდეს, თუმცა გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს, ისე, როგორც წარმოებულმა გამოძიებამ დატოვა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს. ადგილზე ამ დროისთვის ასობით ადამიანია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. დღეს პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics