17:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 11:06:59, 1269 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ შესაბამის სამსახურებს ყოფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტის უმოკლეს ვადაში შესწავლა დაავალა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა და შესაბამის სამსახურებს საკითხის უმოკლეს ვადაში მოკვლევა დაავალა. 

„თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება,  ჩამოიშალა კლდე. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს  და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს.  შეისწავლეთ  ყველა დოკუმენტაცია, რომელიც  წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა,  როგორ წარიმართა სამუშაოები და  დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს კლდის ნაწილი ჩამოიშალა.   შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი" სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics