12:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:42:07, 1768 ნახვა

პოლიტიკა
„ასადის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა“ - საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სირიის რეჟიმის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილება უკანონოა. 

"29 მაისს, სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამართლებულად მიგვაჩნია პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ", - ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics